17 ივლისი

19:30

ფესტივალის და თეატრალური მხატვრობის გამოფენის  საზეიმო გახსნა

(თეატრის კიბეები და ფოიე)

 

 


17 ივლისი

 

20:00

კოპროდუქცია

პ რ ე მ ი ე რ ა

"ჩიტები"

ალექსანდრე (დათო) ქოქრაშვილის "მეზუნია ჩიტების" მიხედვით

რეჟისორი: დავით ანდღულაძე

/კ. მარჯანიშვილისა დას. ახმეტელის სახ. პრემიის ლაურეატი/

რეჟსორის ასისტენტები: გიორგი ტრაპაიძე, თორნიკე ჩეკურიშვილი

მუსიკალური გაფორმება: დავით ანდღულაძე, ნატო ესაკია

პროექტის მენეჯერი: ანა კვინიკაძე

ხანგრძლივობა: 1სთ 15წთ

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

ქალი - ნინელი ჭანკვეტაძე /საქ. დამსახურებული არტისტი, მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრი/, კაცი - დავით როინიშვილი /ლ. მესხიშვილის სახ. პრემიის ლაურეატი, ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი/, ბესიკო - ზაზა თაგოშვილი /რუსთავის გ. ლორთქიფანიძის სახ. მუნიციპალური თეატრი და "რკინის თეატრი"/, ირაკლი სამუშია /ზუგდიდის შ. დადიანის სახ. სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი/ მაყურებელი - ნატო ესაკია

ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა აღმოაჩენ შენი ყოფის აბსურდულობას და თუ ენერგია შეგრჩება, იწყებ მისი შეცვლისათვის ბრძოლას - ბრძოლას ცხოვრებასთან, საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან.

ნაწარმოები ეგზისტენციალურ ხასიათს ატარებს. სპექტაკლის გმირები არც საკუთარ თავთან არიან ჰარმონიაში და არც ბუნებასთან.

სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია - მარტოობა, ადამიანის მარტოობა, მის მიმართ მტრულად განწყობილ სამყაროში.

რამდენად მოახერხებენ ცხოვრების შეცვლას სპექტაკლის გმირები, ეს უკვე მათ ნიჭზე, უნარზე და კიდევ ..... რაღაცაზეა დამოკიდებული.

 


 

 

 

18 ივლისი

15:00

ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

მიხეილ მოსულიშვილი

„ჩემო მეჟოლია“

რეჟისორი: გეგა ქურციკიძე

მხატვარი: გიორგი გოგიტიძე

მუსიკალური გაფორმება: თამაზ იმნაძე

ხანგრძლივობა: 1სთ. 35წთ

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

ჩიტო-რამაზ ბოლქვაძე,   შოკა-თეა ქამადაძე,    სოფო-ნინო ქარცივაძე,  ბაქსტერი-ედნარ ბოლქვაძე,  თოკო-ლაშა აბულაძე,  მისის  ო, სალივანი-მაყვალა მელაძე.

პიესა 2012 წელს k.მარჯანიშვილის თეატრისა და გაეროს ქალთა ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურს-სემინარის, „ქალებზე ძალადობის“ პროექტის ფარგლებში დაიწერა.

ათი წლის განმავლობაში შინიდან  უცხოეთში სამუშაოდ წასულს, ამერიკიდან ქმრის წლისთავზე მოულოდნელად დაბრუნებულ სოფოს სახლში არაორდინალური სიტუაცია ხვდება. აღმოაჩენს რა, რომ მისი ქმარი არა გარდაცვლილი, არამედ სოფოს სკოლის უახლოეს მეგობარზე დაქორწინებული  და კიდევ ერთხელ „გაბედნიერებული“ დახვდება, იწყებს შურისძიებას. ამაში, ასევე მოულოდნელად, ამერიკიდან ჩამოსული პოლკოვნიკი, ბაქსტერი ეხმარება (სოფო ამერიკაში ბაქსტერთან მუშაობდა მომვლელად).     

სწორედ ამ მოვლენების ფონზე ვითრდება სპექტაკლში „ჩემო მეჟლია“  ტრაგი-კომიკური სიტუაციები, რაც ასეთი დამახასიათებელი გახდა ბოლო ათწლეულების მანძილზე ქართული რეალობისთვის.



ამხატვრო ხელმძღვანელი:როინ სურმანიძე

დირექტორი: გურამ აბულაძე 

 


 

18 ივლისი

20:00

ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული
სახელმწიფო დრამატული თეატრი

დავით ტურაშვილი

"მატარებელი"

რეჟისორი: გოჩა კაპანაძე

მხატვარი: ლომგულ მურუსიძე, ქეთევან ციციშვილი

მუსიკალური გაფორმება: ნანი ნემსიწვერიძე

სპექტაკლის ხანგრძლივობა: 1სთ. 20 წთ

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

ვერა დარსაძე - ლელა მახნიაშვილი, ელიზბარ ვაჩნაძე - ვაჟა ციცილოშვილი, ნინო - თინათინ კობალაძე, თამარი - ანა ხურციძე, კახელი კაცი - მამუკა პავლიაშვილი, კახელი ქალი - მაკა გელაძე, ქეთევანი - ნელი სალამაძე, ელენე - ციალა გიგაური, ანა - მადონა ტეხური, გიორგი - გიორგი რევაზიშვილი, ჟორდანია - თამარ გოგიძე, ლუკა - ცოტნე მეტონიძე, ჯიჯიხია - დალი დოიჯაშვილი, ფოფხაძე - ლია ბერიაშვილი, გობეჩია - მევლუდ სამადალაშვილი, ნოე ჩახავა - რამაზ ხომასურიძე, ქემოკლიძე - გიორგი მთავრიშვილი, ფხაკაძე - რევაზ გიორგობიანი, მემანქანე - მამუკა ტაბატაძე

 

1921 წელი... თებერვალი... წითელი არმია თავს დაესხა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. ბოლო
მატარებელი გადის თბილისიდან... მთავრობამ დატოვა დედაქალაქი... ყველას უნდა გაქცევა
ქვეყნიდან... არისტოკრატიას... ინტელიგენციას... სხვადასხვა პარტიებისა თუ სოციალური ფენის
წარმომადგენლებს. ყველა ცდილობს მატარებელში ასვლას, თუმცა მათ არ იციან, სად მიდიან და რა
განსაცდელი ელით წინ... ვაგონში პოლიტიკოსები და სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები
გამუდმებით კამათობენ და ერთმანეთს ადანაშაულებენ მომხდარში.


 

სამხატვრო ხელმძღვანელი: გოჩა კაპანაძე

დირექტორი: ზაალ თედიაშვილი


19 ივლისი

15:00 

 ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული  სახელმწიფო დრამატული თეატრი

ტენეს უილიამსი

„ვარდის სვირინგი“

რეჟისორი: ნინო ლიპარტიანი

მხატვარი: ნათია ბერაძე

მუსიკალური გაფორმება: ნინო ლიპარტიანი

ხანგრძლივობა: 1სთ და 20წთ.

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

სერაფინა დელა როზა - ნინო აბესაძე (უფროსი), ალვარო - გიორგი გლოველი, როზა დელა როზა - ნინო აბესაძე (უმცროსი), ჯეკ ჰანტერი - თემურ ფირცხალაიშვილი, ესტელა ჰოენგარტენი,ბესი - ნანა ცხვირაშვილი, მამა დე ლეო - ბადრი ტაბატაძე, ფლორა, პეპინა - სალომე დიდიძე, ასუნტა - ნანა ისიანი, მის იორკი - მარეხ აბესაძე.

 მოქმედება ვითარდება ლუიზიანაში, იტალიურ-ამერიკულ დასახლებაში. სატვრითო მანქანის მძღოლ როზარიო დელა   როზას  პოლიცია კლავს კონტრაბანდის გადატანის დროს. მის  ცოლს,  სერაფინას ,  ამ ამბის გაგების შემდეგ დეპრესია დაეწყო,  საყვარელი მეუღლის გარდაცვალებამ სრულიად მოშალა იგი, არავინ და არაფერი აღარ აინტერსებდა , ეგოისტურად ექცეოდა საკუთარ ქალიშვილს - როუზსაც  და სახლში ჩაკეტვას აიძულებდა.   როუზი  თავისუფალია რაღაც ჩარჩოებისგან,  მენტალური შეზღუდვები მისთვის უცხოა და უპირისპირდება დედას  , ახერხებს მისგან  თავის დაღწევას სერაფინა კი აგრძელებს „თაყვანისცემას“ და გლოვას  მოღალატე ქმრისას, მანამ სანამ  გაიგებს მისი ქმრის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. იმედგაცრუებული და შეურაცხყოფილი სერაფინა გაიცნობს მომხიბვლელ იტალიელ მძღოლს, რომელიც აგონებს გარდაცვლილ მეუღლეს, მასაც როზარიოს მსგავსად ვარდი აქვს ამოსვირინგებული გულზე, ვარდის ზეთის სურნელი ასდის და შეუყვარდება. 



 სამხატვრო ხელმძღვანელი: ნინო ლიპარტიანი

დირექტორი: თეა მაღლაკელიძე

 


 

19 ივლისი

20:00

ზუგდიდის შალვა დადიანის სახ. სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი

დავით კლდიაშვილი

„მსხვერპლი“

პ რ ე მ ი ე რ ა

 ინსცენირების ავტორი და რეჟისორი: ბადრი წერედიანი

მხატვარი: მარიკა კორკელია

ქორეოგრაფი: გიორგი ქობალია

მუსიკალური გაფორმება: ბადრი წერედიანი

ხანგრძლივობა: 1სთ და 15 წთ

მოქედი პირნი და შემსრულებელნი:

ზურაბ ლაშხია, მერაბ კაკალია, მზევინარ ჩარგაზია, მარინა დარასელია, ლაშა ხიზანეიშვილი, რეზო ჯოჯუა, ლიკა დემეტრაძე, ლანა ფიფია.

დავით კლდიაშვილის სევდითა და ტკივილით აღწერილი რეალობა რომელიც საუკუნის შემდეგაც არ კარგავს სიმძაფრეს, გაუნათლებელი საზოგადოება, უმეცრება და  ცრურწმენა,ეს არის სენი რომელიც თვითოეული მათგანის ცხოვრებას მიწიერ ჯოჯოხეთად აქცევს, ეს საზოგადოება გაუნათლებლობის მსხვერპლია, შედეგად მასზე დომინირებს დრომოჭმული ტრადიციები და მათ დასაცავად ჩადენილი უამრავი სისასტიკე, ამ რეალობაში ერთმანეთს რძალი და დედამთილი უპირისპირდება, მათი მსოფმხედველობა რადიკალურად განსხვავებულია და მათი მორიგება და კომპრომისი გამორიცხულია, თუმცა საზოგადოებაში დამკვიდრებული მავნე ტრადიციაებიდან გამომდინარე ვერავინ ბედავს მათ შორის ჩადგეს და ორი ადამიანის ურთიერთ  ბრძოლა უსასტიკეს ფორმას ღებულობს, ამ ბრძოლაში გამარჯვებული არავინაა და არც შეიძლება იყოს, რჩება მხოლოდ გაუბედურებული ოჯახები,მამა და შვილი, ორი მიცვალებული და  „სეირის“ მაყურებელი, კუდიანებზე მონადირე  საზოგადოება. ეს არის ჩვენს ყოფაში ჯერ კიდევ შემორჩენილი სამწუხარო რეალობა რომელიც არ კარგავს აქტუალობას ნაწარმოების შექმნიდან ასი წლის შემდეგაც, საზოგადოება რომელიც ამართლებს ძალადობას განწირულია განადგურებისათვის და ის ვინც ძალადობას ამკვიდრებს და ახალისებს თვითონვე ხდება მისი მსხვერპლი.


სამხატვრო ხელმძღვანელი: ბადრი წერედიანი

დირექტორი: ზურაბ ეგუტია


 

 

 


20 ივლისი

15:00

TEATR NOWY W ZABRZU

"ახალი თეატრი" ქალაქი ზაბჟე - პოლონეთი

ელფრიდე იელინეკი

"მთხოვნელები"

რეჟისორი: კატარინა დეშჩი

მხატვარი: ლუკაშ ბლაჟელევსკი

მუსიკალური გაფორმება: მოხაილ ბიაკრუსიელევიჩი

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

ჰანა ბორატინსკა, ანნა კონიეჩნა, დანუტა ლევანდოვსკა, აგატა სლივა, მაგდალენა ვალიგორსკა, ჯოანა გორზალა,  დარიუშ ჩაიკოვსკი, იაროსლავ კარპუკი, ანდრეი კროჩინსკი, რობერტ ლუბავი.

 


სამხატვრო ხელმძღვანელი: ზბიგნევ სტრიჟი

დირექტორი: იერჟი მაკელსონი

 


20 ივლისი

20:00

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი

ირაკლი სამსონაძე

ბონდოს ღამე“

 ინგმარ ვილკისტის “ჰელვერის ღამე“

მიხედვით

რეჟისორი: ანდრო ენუქიძე

მხატვარი: გოგლა გოგიბერიძე

მუსიკალური გაფორმება: თენგიზ შამილაძე

ხანგრძლივობა: 1სთ. 30წთ.

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

ტიტე კომახიძე, მაია ცეცხლაძე, ირაკლი კონცელიძე

თანამედროვე პოლონელი დრამატურგის, ინგმარ ვილკისტის ორ პერსონაჟს შორის გათამაშებული მძაფრი დრამა ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ანდრო ენუქიძემ ქართულ სინამდვილეს მოარგო. „ბონდოს ღამე“ ჩვენს უახლოეს წარსულზე გვიამბობს უაღრესად მტკივნეულ, ადამიანური ვნებებით დამუხტულ, დამაფიქრებელ ისტორიას ცოდვა-მადლზე, ბრბოს სისასტიკესა და მსხვერპლზე... 


სამხატვრო ხელმძღვანელი: ანდრო ენუქიძე

დირექტორი: ოთარ კალანდაძე


 

21 ივლისი

15:00

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთაპროფესიული სახელმწიფო თეატრი

ლაშა გოგნიაშვილი 

"რაპუნცელი" 

რეჟისორი: ირაკლი გოგია

მხატვარი: მარიკა კვაჭაძე

მუსიკალური გაფორმება: ირაკლი გოგია

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: 

 მთხრობელი/ჩიტუნია ( თოჯინა)/შველი - მანანა გოგიტიძე, რაპუნცელის დედა/პირველი თაგუნა - მერი დიასამიძე, რაპუნცელის მამა/ უფლისწული - ვანო მაღლაკელიძე, ქალბატონი გოტელი - ეკატერინე გვარამია, რაპუნცელი - თამარ მახარაძე - ადაძე, კოჭლი ხოჭო - ლევან მიდილიში, სავარცხელი / უფლისწულის დამხმარე მონადირე - ანრი ჩაგუნავა

ამბავი გრძელთმიან გოგონაზე, რომელიც მაღალ კოშკში ცხოვრობს თანამედროვებავშვებისთვის ერთ ერთი ყველაზე საყვარელი ანიმაციაა. ქართულ თოჯინურ სცენაზე „რაპუნცელი „ პირველად დაიდგა. უფლისწული, , რომანტიკოსი სავარცხელი, შეყვარებული პოეტი ჩიტუნია, კოჭლი ხოჭო, ავსული ქალბატონი გოტელი- ეს პერსონაჟები დისნეის ცნობილი და სუპერპოპულარული ანიმაციიდან ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის სცენაზე გაცოცხლდნენ.


სამხატვრო ხელმძღვანელი: ზურაბ ცინცაძე

დირექტორი: მედეა ჩარკვიანი 

 


 


 

21ივლისი

20:00

გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

ამელი ნოტომი

„საწვავი“

რეჟისორი: სოსო ნემსაძე

მხატვარი: ბექა სადაღიშვილი

ქორეოგრაფი: გია მარღანია

მუსიკალური გაფორმება: სოსო ნემსაძე

ხანგრძლივობა: 1სთ და 30 წთ

 

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

კახა ბერიძე, სოფი მაიერი. ვახო ჩაჩანიძე

 

პიესაში სამი პერსონაჟია. პროფესორი, რომელიც სახლშიც ცხოვრობს თავის ასისტენტ დანიელთან ერთად. მათი ხშირი სტუმარია, დანიელის შეყვარებული მარინა. ქალაქი ბლოკირებულია. გმირები ცდილობენ გაუძლონ ომის მწუხარებას, მაგრამ საჭმელზე მეტად სიცივე აწუხებთ. ყველაფერი დაწვს, მხოლოდ პროფესორის ბიბლიოთეკა გადაურჩა ცეცხლს. მარინა ცდილობს დაარწმუნოს პროფესორი, რომ ხსნა წიგნების დაწვაშია, მომხიბვლელმა ქალმა ზემოქმედება მოახდინა პროფესორზე, მას ქალის მიმართ განსაკუთრებული გრძნობა გაუჩნდა. პროფესორი და მარინა წიგნებს იყენებენ საწვავად. დანიელი ხვდება პროფესორისა და მარინას ურთიერთობას, ცდილობს მათზე შური იძიოს. ომმა მათ სამყოფელშიც გადმოინაცვლა. მარინა გარბის ქუჩაში სასეირნოდ, სადაც ბარბაროსთა ტყვიების ზუზუნია, მას დანიელიც დაედევნება. პროფესორი მარტო რჩება.



სამხატვრო ხელმძღვანელი: სოსო ნემსაძე

დირექტორი: ნიკო კვირიკაშვილი

 


22 ივლისი

15:00

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული

სახელმწიფო დრამატული თეატრი

ეჟენ იონესკო

„მაკბეტი“

 რეჟსორი: ზურაბ სიხარულიძე

მხატვარი: გივი გვიჩია

ქორეოგრაფი: მარიკა ქვეითაია

კომპოზიტორი/მუსიკალური გაფორმება: ზურაბ სიხარულიძე

ხანგრძლივობა: 1სთ და 40 წთ

2 მოქმედება

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

შორენა გვეტაძე, თეა კეჭაყმაძე, თამარ მდინარაძე, ნინო ჯუღელი, გიორგი დოლიძე, ირაკლი ვადაჭკორია, ალექსანდრე ლომიძე,  გენადი ნიკოლაშვილი,  ლევან საღინაძე,  ვახო ჩხარტიშვილი, ზვიად ჯორბენაძე.

დუნკანის დესპოტიზმსა და ტყუილზე აგებული მმართველობა კრიზისშია. მაკბეტი,  კუდიანების შეგულიანებითა და დახმარებით, ჰკლავს დუნკანს და ტახტზე ადის, თუმცა არც მას უწერია დიდხანს იყოს სახელმწიფოს თავი, მისივე თანამებრძოლის და მისგანვე მოკლული ბანქოს შვილი,მაკოლი, შურს იძიებს. კლავს მაკბეტს და იკავებს ტახტს, ქვეყანას კი, მაკოლის სახით, საშინელი ტირანია ელის მომავალში.  


სამხატვრო ხელმძღვანელი: ვასილ ჩიგოგიძე

დირექტორი: ზაზა ჯინჭარაძე

 


22 ივლისი 

20:00

სსიპ ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

ირაკლი სამსონაძე

„მეთევზე ერთი ორი“

რეჟისორი: გიორგი შალუტაშვილი

მხატვარი: 

ქორეოგრაფი: 

მუსიკალური გაფორმება: 

ხანგრძლივობა: 1სთ და 20 წთ

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

 

 დავით როინიშვილი, გიორგი ჩაჩანიძე

პიესა თანამედროვე პრობლემების პერიფრაზირებას ახდენს და ყოფით რეალობაზე გვიყვება.  არსი მდგომარეობს იმაში, რომ ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ  სამყაროებს  შორის, სადაც ორი ჯარისკაცი პირობითად თევზაობენ ტბაზე, სინამდვილეში თავიანთ სიცოცხლეს ექაჩებიან. იმ შემთხვევაში თუ მათ სიცოცხლე ხელიდანგამოეცალათ, აცნობიერებენ, რომ დაშვებული შეცდომები აღარ გამოსწორდება და ეგუებიან იმას, რა განაჩენიც ცხოვრებამ გამოუტანა. 



სამხატვრო ხელმძღვანელი: მამუკა ცერცვაძე

დირექტორი: ნანა წერეთელი

 


 

23ივლისი

15:00

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. 

ერიკ ემანუელ შმიტი

„სტუმარი“

რეჟისორი: ლევან ბიბილაშვილი

მხატვარი: თეო კუხიანიძე

მუსიკალური გაფორმება: ლევან ბიბილეიშვილი

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

ზიგმუნდ ფროიდი - სულხან გოგოლაშვილი, ანა ფროიდი - ნინი ქარჩავა, სტუმარი - გიორგი ჩაჩანიძე, ოფიცერი - აბელ სოსელია.

 ზიგმუნდ ფროიდის მისტიური და რეალური ისტორია...

 ცნობილი ფსიქოლოგის ფსიქოლოგიური პორტრეტი...

ექიმის  ბრძოლა უხილავ არაცნობიერთან და ხილულ სისტემასთან...

ფრანგი ფილოსოფოსი, მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი და რეჟისორი ერიკ-ემანუელ შმიტი დაიბადა ლიონის გარეუბანში. ბავშვობაში მუსიკით იყო გატაცებული, მაგრამ ლიტერატურისკენ ლტოლვამ, ყველა მისი გატაცება დასჯაბნა.

პირველი წიგნი თერთმეტი წლის ასაკში დაწერა. პირველი პიესა  - თექვსმეტისამ.

1993 წელს დაწერილმა მისმა პიესამ  „სტუმარი“, რომელიც ზიგმუნდ ფროიდსა და ღმერთს შორის გამართულ დიალოგს ეყრდნობა, კრიტიკის განსაკუთრებული მოწონება  დაიმსაიმსახურა.

პიესა საფრანგეთში ორჯერ დაჯილდოვდა „მოლიერის“ პრიზით.

„მაგრამ ყველაზე დიდი დანაშაული, რომელსაც ვერასოდეს გამოვისყიდით, ჩვენი უსუსური, ვიწრო გონიერებაა, რომელიც მისი განვითარებისდა მიუხედავად, უფრო და უფრო ჩლუნგდება.

ღმერთმა, თითქოს გვიბოძა გონიერება იმისთვის, რომ ყველაფრის გაგება და შეგრძნება შეგვიძლია, მაგრამ ჭკუა არ გვყოფნის ამისთვის, რატომ?!...“


სამხატვრო ხელმძღვანელი: გიორგი სიხარულიძე

დირექტორი: სულხან გოგოლაშვილი


23 ივლისი

20:00

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრი

რეზო გაბრიაძე

„ხეჩოს სიზმარი“

ინსენირების ავტორი და რეჟისორი: ლაშა კანკავა

მხატვარი: ქეთევან ციციშვილი

ქორეოგრაფი: გიორგი პაპიაშვილი, მიხეილ მაღლაკელიძე

მუსიკალური გაფორმება: ლაშა კანკავა

ლოტბარი: მამუკა გულაღაშვილი

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

კნიაზი  - ბადრი კაკაბაძე, ზიპო - სპარტაკ კიკნაძე, თეკლა - ეკატერინე ქვრივიშილი, ხეჩო - ზაზა თაგოშვილი, შოთა წულაძე, ხანუმა - ანა შარვაძე, ლუი - სოსო ელიზბარაშვილი, ელლა -თეონა ხვედელიძე,  მარგალიტა - სოფიკო ჩხიტუნიძე, ზემელი - გიორგი რევაზიშვილი,ზელიმხანი - ზურა ფიროსმანიშვილი, რეზო კოღოშვილი, რაია - ნათია მელაძე, მონიკა - მაია ჯავახიშვილი, კინტო - ალეკო ილარიონი

სპექტაკლში მოვლენები  ვითარდება რეზო გაბრიაძის კოჯრის ტყის სიზმრების მიხედვით, თუმცა სიუჟეტი აბსოლიტურად შეცვლილია და დამატებულია პერსონაჟები: ხანუმა, თეკლა, რაია, მარგალიტა და ზიპო. სპექტაკლში მრავლადაა მუსიკალურ- ქორეოგრაფიული ნომრები და სიმღერები ცოცხალი შესრულებით. სპექტაკლი მოგვითხრობს ქართველების ლხინისმოყვარულობაზე, სამშობლოს სიყვარულზე, ღირსეულ და ზნე შეცვლილ ტრადიციებზე და დამოკიდებულებას ევროინტეგრაციის და ამერიკანიზაციის თემებზე. სიუჟეტის მიხედვით ხეჩოს ესიზმრება სიზმარი სადაც ამერიკელები დირიჟაბლით ჩამოდიან საქართველოში, მოხიბლულები არიან საქართველოთი და ქართველებით და საქართველოში სხვადასხვა მიზნებით ჩამოსული ევროპელებით. გადაწყვეტენ ყველანი ერთად წაიყვანონ ამერიკაში და ასეც ხდება თუმცა ქართველები ხომალდზე აგვიანებენ.


სამხატვრო ხელმძღვანელი: ლევან სვანაძე

დირექტორი: ზვიად დილიძე

 


24 ივლისი

15:00

ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

 

გიორგი ერისთავი

„ძუნწი“

ინსცენირების ავტორი და რეჟისორი: კონსტანტინე მირიანაშვილი

მხატვარი: მაია სხირტლაძე

მუსიკალური გაფორმება: კონსტანტინე მირიანაშვილი

ხანგრძლივობა: 70 წთ.

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

კარაპეტა - ნაირა გელაძე, ივანიკა - კოტე მჟავია, კნიაზი არჩილი - ნიკოლოზ კვანტალიანი, ხამფერა - სოფიო ფერაძე, ანა ჩიბურდანიძე

ყველა თეატრში მოიძიება ძველი სკივრი. რა მოხდება თუკი მას გავხსნით? იქნებ იქიდან ჩრჩილებთან ერთად გარდასულ დღეთა აჩრდილები ამოფრინდნენ და კვლავ შეავსონ სცენა! ჩვენი თეატრის სკივრიდან გიორგი ერისთავის „ძუნწის“ პერსონაჟები ამოვიდნენ და ძველი თბილისის ქუჩაბანდები გააცოცხლეს.


 

სამხატვრო ხელმძღვანელი: კოტე მჟავია

დირექტორი: ჯუმბერ კოპალიანი

 


24 ივლისი

17:00

სხვენი

Theatrical project of Andrei Sauchanka - Belarus

ანდრეი სავჩენკოს თეატრალური პროექტი - ბელორუსია

"ბაღი"

(მონოსპექტაკლი)

ანტონ ჩეხოვის "ალუბლის ბაღი" მიხედვით

რეჟისორი: ანდრეი სავჩენკო

სპექტაკლში გამოყენებულია ნიკოლას ჯარის და ალექსანდრე ვერტინსკის მუსიკა

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

ანდრეი სავჩენკო

მონო-სპექტაკლი „ბაღი“ : ჩეხოვის ავტორისეული ტექსტის  წაკითვით  

ჩვენება იწყება მარტივი, თუმცა ზუსტი მაგალითით. ჩვენ თან დაგვაქვს მიწა და მკვდარი ხე, ვცდილობთ დავნერგოთ ძველი სიცოცხლე ახალ ადგილზე, რაღაც ავაღორძინოთ.  მაგრამ არაფერი იზრდება, ვნებდებით, ვწვავთ მკვდარ ხეს, მაგრამ არა ბოლომდე, ცეცხლს ვაქრობთ ხელებით, ვროკავთ სასოწარკვეთილებისაგან და ვიმალებით. რათა არავინ არ ნახოს თუ როგორ დავწვით ჩვენი მეხსიერება. თუმცა „ალუბლის ხის“ ოპერაციის დაწყებისას გმირი, როგორც ქირურგი, იცვამს ქათქათა მანჟეტს, ავსებს ღვინით სასმისს. კოცნის უცნობს დარბაზში, არა იმტომ რომ აკოცოს, არამედ იმისთვის , რომ იგრძნოს ალუბლის გემო ტუჩებზე, ტკბება  საკუთარი „კაპიტალით“. 


 

 

 


24 ივლისი

 

20:00

მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო 

დრამატული თეატრი

თამარ ფხაკაძე

„სანამ დაგვიძახებენ“

რეჟისორი: გიორგი სიხარულიძე

მხატვარი: ლელა ფერაძე

მუსიკალური გაფორმება: გიორგი სიხარულიძე

ხანგრძლივობა: 70 წთ.

მოქმედი  პირნი და შემსრულებელნი:

გიო - ლექსო ჩემია, როლიკო - ლაშა ბუტულაშვილი, მამუკა - მანუჩარ გოგოლაური, ქეთა -ლია გოგიძე, კრისტი - ჯუნა თუმანიშვილი, გრიშა ბიძია - ვაჟა ნიკოლაშვილი /საქ. დამსახურებული არტისტი/ მართა - ლია სულუაშვილი /საქ. დამსახურებული არტისტი/

სპექტაკლი  ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და აფხაზეთში ლტოლვილების დაბრუნების მოლოდინს.


სამხატვრო ხელმძღვანელი: ლია სულუაშვილი

დირექტორი: ირაკლი ათუნაშვილი

 


25 ივლისი

15:00

სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი  ,,თეთრი ტალღა’’

 ტომას ბრანდონი

„ჩარლის დეიდა“

რეჟისორი: დავით კობახიძე

მხატვარი: თინათინ ჰეინე

ქორეოგრაფი: გიორგი ოსეფაშვილი

მუსიკალური გაფორმება: არჩილ ცაგარელი

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

ბაბს ბაბერლეი - ლეონიდე გულუა, ჯეკი ჩესნეი  - თორნიკე ბელთაძე, ჩარლი უეიკემი - ჯაბა ჯანაშია, კრიქსი - ოთარ ბელთაძე, ბრასეტი - ილია მანაგაძე, დონა როზა - მარიამ კობახიძე,ნინო ჯავახიშვილი, ენი კრიქსი - ქრისტინე ბერუაშვილი, ელიზაბეტ უედენი - მარიამ კალატოზიშვილი, ფრენსის ჩესნეი - ლაშა ჯოხაძე, პენელოპა - ანი ცუხიშვილი, მისის ჯენეტი - გვანცა ქონიაშვილი, მოქალაქე - თეიმურაზ ძოწენიძე, მსახურები: ლაშა ბაგრიჭიძე, მარი ბენდიანიშვილი, ანი ოქრუაშვილი, თამარ ჯაჭვლიანი

      "ჩარლის დეიდა" კვლავაც მკაფიოდ ეხმიანება ჩვენი თანამედროვე ექსცენტრიული, სარგებლისმოყვარე და უმეცარი საზოგადოების ვნებებს.      სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დადგმა განახორციელა რეჟისორმა დავით კობახიძემ (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი). პიესა  თარგმნა სახელოვანმა ქართველმა მთარგმნელმა პაპუნა წერეთელმა.         სპექტაკლი იწყება მხიარული ცეკვით. დიდი ფანტაზიით დადგმული კომიკური მიზანსცენებით გადავსებული დადგმა გაბედულად ასახავს ინგლისის ერთ-ერთ არისტოკრატულ ოჯახში ოსტატურად გათამაშებულ ,,ავანტიურას’’, რომელიც ამხელს ამ საზოგადოების მანკიერებებს. სპექტაკლში უხვად ჟღერს თავბრუდამხვევი სიმღერები, ცეცხლოვანი ცეკვები. წარმტაცი მუსიკალური ფონი, ქართველ მაყურებელს უქმნის ხელსაყრელ ატმოსფეროს სპექტაკლის აზრობრივსა და ვიზუალურ პარტიტურაში გაცხადებული ქვეტექსტის სიღრმისეულად გასააზრებლად, მოქმედ გმირთა ხასიათებისა და ფარული ზრახვების შესაცნობად.

სამხატვრო ხელმძღვანელი: მიხეილ რატიანი

დირექტორი: ზაქარია ადუაშვილი

 


25 ივლისი

20:00

CHe Theatre Belarusian Independent Company - Belarus

 ბელარუსიის დამოუკიდებელი კომპანია - ბელორუსია

სლავომირ მროჟეკი

"რა ვუყოთ ამ ვეფხვს?"

რეჟისორი: დარიუშ იეზიერსკი

მხატვარი: მიხაილ ლაშიცკი

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

გენადი გატოუჩიცი, იულია შპილევსკაია, ალენა მაზგოვა, ირინა პიაშკოვა, ვოლჰა როიკი, სერგეი ტოვსტიკოვი, პაველ ჩარნოვი, იგორ ნიკალაევი.

ერთ ერთი საცხოვრებელი სახლის აბაზანაში ვეფხვი გაჩნდა. აფსურდია? რა თქმა უნდა არა.... ეს წარმოუდგენელი მოვლენა მოხდა ოჯახში, რომლის წევრიც მედიას ადანაშაულებს. ის ისე გაიტაცა გაზეთების კითხხვამ, ვერც კი შენიშნა, რომ მის ოჯახში რაღაც მოხდა. სლავომირ მროჟეკის პიესა „ რა ვუყოთ ამ ვეფხს?!“ პოლონელმა რეჟსორმა დარიუშ ეჟერსკიმ განახორციელა თეატრი „ჩე“ს სცენაზე.


დირექტორი: ანდრეი ჩორნი

 


 

26 ივლისი

15:00

სენაკის აკაკი ხორავას სახ.პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

 

„ბედნიერი ერი“

 

ილია ჭავჭავაძის მიხედვით

ინსენირების ავტორი და რეჟისორი: გიროგი სიხარულიძე

მხატვარი: ემილ გეგენავა

ქორეოგრაფი: მამუკა მესხიშვილი

კომპოზიტორი/მუსიკალური გაფორმება: ირაკლი ადამია

ხანგრძლივობა: 1სთ

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

თენგიზ თოფურიძე, თამარ აბშილავა, ლადო კოკაია, ცირა ადამია, ზურაბ ზურაბაშვილი, ლევან ესებუა

სპექტაკლი  განხორციელდა  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.



სამხატვრო ხელმძღვანელი: ირაკლი ადამია

 დირექტორი: თენგიზ თოფურიძე

 

 


 

26 ივლისი

20:00

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი

აქვსენტი ცაგარელი

"ხანუმა"

რეჟისორი: კახა გოგიძე (ახალციხელი)

მხატვარი: მირიან შველიძე

კოსტუმების მხატვარი: ქეთი ნარეკლიშვილი

ქორეოგრაფი: ცისია ჩოლოყაშვილი

კომპოზიტორი/მუსიკალური გაფორმება: სანდრო ნიკოლაძე

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

ხანუმა ---- მანანა აბრამიშვილი (ნანე), ქაბატო ------ ნონა ხუმარაშვილი, კნეინა თეკლა ----- ვენერა ფეიქრიშვილი, სარა ------ ეთერ ბაბილაშვილი, სონა ------ სალომე მაისურაძე (სტუდიის მოსწავლე), პარუნ მიკიჩა ----- ზურა ლომიძე, აკოფა ------- ლექსო რაზმაძე, თავადი ვანო ფანტიაშვილი -------- მალხაზ ჩიდრაშვილი, კოტე ------- ლაშა წიფლაშვილი (სტუდიის მოსწავლე), ტიმოთე ----- ზაალ კუპრაშვილი (ზორბა)მასიურ სცენებში მონაწილეობენ: დათა ხუნაშვილი. ბექა პაპუნაშვილი. ელიზბარ ნერსესოვი (სტუდიის მოსწავლეები)

სონას და კოტეს სიყვარულს საფრთხე ემუქრება, მათი დაშორების მიზეზი ანგარება და პატივმოყვარეობაა.  ამ დროს მათ ხანუმა  ევლინება, რომელიც ვირტუოზულად ამარცხებს მიკიჩას პატივმოყვარეობას და თავად ვანო ფანტიაშვილის ანგარებას. ხანუმა გვევლინება სიყვარულის მხსნელად.  შედეგად სიყვარული იმარჯვებს. 


სამხატვრო ხელმძღვანელი: პაატა გულიაშვილი

დირექტორი: მიხეილ დაღუნდარიძე

 


 

27 ივლისი

14:00

 Idle Arts - Iran

მოჩვენებითი ხელოვნება - ირანი

"Red riding Hood"

"წითელქუდა"

სცენარის ავტორი და რეჟისორი: ეისან შაიანფარი

მუსიკა:შერჩეული

ხმის რეჟისორი: ალი კალანტარი

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

ატეფეჰ ჯამალი, მორტიზა ზარეი


თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი: ეისან შაიანფარი

 


27 ივლისი

19:00

ფოთის ვალერიან გუნიას სახ. პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

ჰენრიკ იბსენი

"ხალხის მტერი"

რეჟისორი: დავით მღებრიშვილი

მხატვარი: თამარ ოხიკიანი

კომპოზიტორი/მუსიკალური გაფორმება: დავით მღებრიშვილი

ქორეოგრაფი: ირინა კუპრავა

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

თომას სტოკმანი  - ზღვის აბანოების უფროსი ექიმი - გიორგი სურმავა, ქ.სტოკმანი - მისი მეუღლე -თამარ ჭუბაბრია, პეტრა - თომას სტოკმანის ქალიშვილი -ანი ანდღულაძე, ეილიფ -თომას სტოკმანის ვაჟი - დაჩი ხოშტარია, მორტენი - თომას შტოკმანის ვაჟი - ლევან ლოლუა, პეტერ სტოკმანი - თომას სტოკმანის ძმა, ქალაქის მერი - რამინ კილასონია, მორტენ ჰილი - მდიდარი მექარხნე, ქ. სტოკმანის მამინაცვალი - ნოდარ ბჟალავა, ჰოვსტადი - გაზეთ „სახლხო მოამბის“ რედაქტორი  - სანდრო გუჯაბიძე, ბილინგი - ამ გაზეთის თანამშრომელი - შოთა სასანია, ჰორსტერი - გემის კაპიტანი - ომგერ როხვაძე, ასლაქსენი - სტამბის მფლობელი - ელგუჯა ქარაია

მთავარი დაპირისპირება ხდება სიმართლესა და ტყუილს შორის. „უმრავლესობა არასოდეს არ არის მართალი!“- დღეს ძალიან რთულია სიმართლის მიღწევა. „არასოდეს არ უნდა ჩაიცვა საუკეთესო შარვალი როცა თავისუფლებისა და ჭეშმარიტების დასაცავად მიგექარება! ექიმი სტოკმანი აკეთებს აღმოჩენას - ამ ქვეყნად ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც ბრძოლის ველზე მარტო რჩება!!!


სამხატვრო ხელმძღვანელი: დავით მღებრიშვილი

დირექტორი: თენგიზ ხუხია

 


27 ივლისი

21:00

ფესტივალის საზეიმო დახურვა

(თეატრის ფოიე)