ისტორია

2015 წლის ივლისში კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის “დღეს“ ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით. ქალაქ ფოთში დაარსდა და პირველად საქართველოში ჩატარდა „რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი“. ფესტივალში მონაწილეობას იღებნდენ საქართველოს რეგიონული თეატრალური კოლექტივები სულ 18 თეატრალური დასი და ასევე უცხოეთიდან მოწვეული თეატრალური დასები. ფესტივალი მეტად მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება რეგიონში და კონკრეტულად ქალაქ ფოთში თეატრალური ხელოვნების განვითარების თვალსაზრისით. ეს არის ერთგვარი დათვალიერება და წლიური შედეგების მონიტორინგი რეგიონული თეატრების საქმიანობისა. ასევე მნიშვნელოვანია უცხოური თეატრალური დასების მონაწილეობა აღნიშნულ ფესტივალში, რადგან  ერთგვარად წარმოადგენს  ინოვაციური თეატრალური მიმართულებების გაცნობასა და მის დანერგვას ადგილობრივ თეატრალურ კოლექტივებში, ასევე ხელს უწყობს უცხოური თეატრალური კოლექტივების დაახლოებას ადგილობრივ თეატრალურ დასებთან და მათ მომავალ ურთიერთანამშრომლობას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით აღნიშნული ფესტივალი ყოველწლიურად გაიმართება.

ფესტივალის მეშვეობით ხდება ქალაქ ფოთის როგორც კულტურული ცხოვრების გააქტიურება, ასევე ტურიზმისა და ეკონომიკის თვალსაზრისით მისი პოპულარიზაცია მსოფლიო მაშტაბით.

ფესტივალის მიმართულებებია:

ადგილობრივი რეგიონული თეატრების დათვალიერება.

საერთაშორისო თეატრალური პროგრამა.

მასტერკლასები.

გამოფენები.

შეხვედრები.

საფესტივალო ღონისძიებები.

აღნიშნული ფესტივალის არსებობა ისტორიულ როლს თამაშობს რეგიონის განვითარების საქმეში. რეგიონს და ქალაქ ფოთს უფრო მიმზიდველს ხდის არა მხოლოდ თეატრალური ხელოვნების მიმართულებით არამედ ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით.