22 ივლისი

16:00

ურეკის კულტურის სახლი

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

სამხატვრო ხელმძღვანელი: პაატა გულიაშვილი

დირექტორი: მიხეილ დაღუნდარიძე

ილია ჭავჭავაძე

"კაცია-ადამიანი?!"

ინსცენირების ავტორი: გიზო ჟორდანია

რეჟსორი: ლევან წულაძე

მხატვარი: ლევან როსტომაშვილი

ქორეოგრაფი: ლანა შაშვიაშვილი, გიორგი გლახოშვილი

მუსიკალური გაფორმება: ზურა გაგლოშვილი

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

ლუარსაბი - ვანო იანტბელიძე, დარეჯანი - მანანა აბრამიშვილი, ახალგაზრდა ლუარსაბი - დათა ხუნაშვილი, ახალგაზრდა დარეჯანი - მარიამ მაისურაძე, ხორეშანი - ეთერ ბაბილაშვილი, ელისაბედი - ნინო კურტანიძე, ლამაზისეული - ნონა ხუმარაშვილი, სალმისღირსი - ლექსო ცინკვერაშვილი-რაზმაძე, მოურავი დათა - გიორგი გელაშვილი.

სპექტაკლის შესახებ:

ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სპექტაკლი „კაცია-ადამიანი?!“ ( ინსცენირების ავტორი -გიზო ჟორდანია) წარმოადგენს გამოჩენილი ქართველი მწერლის ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი ყველაზე კონცეპტუალური მოთხრობის სასცენო ინტერპრეტაციას. დამდგმელი რეჟისორი ლევან წულაძე მაყურებელს სთავაზობს მისთვის კარგად ნაცნობ ნაწარმოებში მეცხრამეტე საუკუნის მიწურულის ქართველი თავდური წყვილის ცხოვრების სრულიად ახლებურ ვერსიას, რომლის მთავარი სათქმელი ეფუძნება ადამიანური ურთიერთობების ამაღლებულ, რომანტიზირებულ საბურველში შეფუთულ სიყვარულს, რომელიც სარეჟისორო კონცეფციის მამოძრავებელი ღერძია. ილია ჭავჭავაძის კრიტიკული რეალიზმი სპექტაკლში ფერმკრთალდება ლევან წულაძის „სხვა“ აქცენტებით , რომელსაც აინტერესებს პერსონაჟთა არა ნაკლოვანებები, არამედ სულიერების ნათელი მხარეები, ამიტომ ყველა გმირი ადამიანური სიკეთის მატარებელია და ხასიათის უარყოფითი თვისებებიც მხოლოდ სისუსტეა და ამდენად, არა გაკიცხვას, არამედ მიტევებას იმსახურებს. „კაცია-ადამიანი?!“ არის სიყვარულზე, რომელსაც უნაყოფოდ გადაშენება უწერია, და მაინც სპეტაკლის გმირები წარმავალნი არიან, მათი სიყვარული კი მარადიული.


-------------------------------------------------------------------------------------------------------

23 ივლისი

1600

ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმ

ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

სამხატვრო ხელმძღვანელი: ლაშა ჩხვიმიანი

დირექტორი: ჯუმბერ კოპალიანი

სულხან-საბა ორბელიანი

"სიბრძნე სიცრუისა"

ინსცენირების ავტორი, რეჟისორი და მუსიკალური გაფორმება: თამარ ხიზანიშვილი

მხატვარი: ლიკა ფირცხალავა

ქორეოგრაფი: მაკო კახეთელიძე, თამარ ფიროსმანაშვილი, მანანა ცინცაძე

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

მაკო კახეთელიძე, ეთო ალექსიშვილი, სალომე კოდელაშვილი, თამარ ფიროსმანაშვილი, მანანა ცინცაძე, მედეა ახალაძე

სპექტაკლის შესახებ: სპექტაკლი ,,სიბრძნე სიცრუისა“ წარმოადგენს დიდი ქართველი მწერლის, დიპლომატის, მეცნიერისა და პოლიტიკური მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის ამავე სახელწოდების ნაწარმოების სცენურ ინტერპრეტაციას, რომელიც მწერლის 360 წლის იუბილეს ეძღვნება.


--------------------------------------------------------------------------------------------------------

23 ივლისი

20:00

საქართველოს სახელმწიფო ჰიდრომელიორაციული სამსახური

 გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

"ფრეკენ ჟული"

აუგუსტ სტრინდბერგის პიესის მიხედვით

სამხატვრო ხელმძღვანელი: დავით ჩხარტიშვილი

დირექტორი: გია წვერავა

რეჟისორი: ილია ქორქაშვილი

მხატვარი: ქეთი ნადიბაიძე

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

ჟული-გვანცა კანდელაკი, ჟანი-ამირან ქაჩიბაია, კრისტინი-თეკლა მარჯანიშვილი, ქორო-კოტე კახიშვილი, მარიამ არღუთაშვილი, ნინო გოჩიაშვილი

სპექტაკლის შესახებ: ოფისის კორპორატიულ წვეულებაზე, მდიდარი ბურჟუას ქალიშვილი ჯული, მისი მამის დაცვის უფროსს, ჟანს ხვდება და მათ შორის ვნებიანი სიყვარილის ისტორია იწყება . წვეულების ერთადერთი სტუმარი ვიდეო კამერით ფარულად გადაიღებს ჟულის და ჟანის სექსს და ვიდეოს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნებს. ამის გამო ჟული იძულებული ხდება მისი ქვეყნიდან წავიდეს და განიზრახავს ჟანთან ერთად გაქცევას, რისთვისაც ის მამამისს ფულს მოპარავს, მაგრამ აღმოჩნდება რომ ჟანმა ჟული მხოლოდ საკუთარი კარიერისთვის გამოიყენა და ბოლო მომენტში გამგზავრებაზე უარს ეუბნება ჟულის. შეურაცყოფილი და იმედგაცრუებული ჟული კი თვითმკვლელობით დაასრულებს სიცოცხლეს.


--------------------------------------------------------------------------------------------------------

25ივლისი

16:00

მალთაყვის ტყე-პარკი

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრი

სამხატვრო ხელმძღვანელი: სოსო ნემსაძე

ფერნანდო არრაბალი

"პიკნიკი"

რეჟსორი, ქორეოგრაფი, მუსიკალური გაფორმება: გიორგი ოსეფაშვილი

მხატვარი: ლომგულ მურუსიძე (კ.მარჯანიშვილის და პ.ოცხელის პრემიის ლაურეატი)

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

მარკო(ჯარისკაცი)-შოთა მერკვილაძე, არმანდო(მარკოს მამა)-ზვიად დოლიძე, სილვია(მარკოს დედა)-ხათუნა ბოკუჩავა, მარიეტა(სანიტარი)-მაია გელიაშვილი, მონიკა(სანიტარი)-ანა შარვაძე, დარკო(ჯარისკაცი მტრის ბანაკში)-ლეონტი შიოშვილი

სპექტაკლის შესახებ: პიკნიკი ქალაქგარეთ, თანაც მონატრებულ შვილთან, რომელიც ომში საბრძოლველადაა შვილი, რომელსაც გასროლის ისე ეშინია, ჯერ ლოცვას კითხულობს და შემდეგ ჩახმახზე თითის გამოკვრისას თვალებს ხუჭავს, მსხვერპლი არასოდეს ჰყოლია. ეს ისტორია კი მამის ინსპირაციის წყარო ხდება, როგორ გადაარჩინოს სამყარო ომისგან. გროტესკით გადმოცემული მტკივნეული თემა, ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე მოპოვებული სახელისუფლებო წარმატება და პრობლემა, რომელიც მუდმივი განსჯის საგანია, რატომ ეწირებიან ახალგაზრდა გამოუცდელი ადამიანები ომს და ვის წისქვილზე ასხამს წყალს მათ მიერ დაღვრილი სისხლი.


------------------------------------------------------------------------------------------------------

25 ივლისი

20:00

ფოთის ფოლკლორის ცენტრი

სენაკის აკ. ხორავას სახ. პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

 სამხატვრო ხელმძღვანელი: ირაკლი ადამია

დირექტორი: მამუკა ბარქაია

"მაცეკვე ტანგო"

პიესის ავტორი: ნინო მირზიაშვილი

რეჟსორი, მუსიკალური გაფორმება: კახა გოგიძე

მხატვარი: ლელა ფერაძე

ქორეოგრაფი: მამუკა მესხიშვილი

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

ნელი-თამუნა აბშილავა, კოტე-ლადო კოკაია, გიორგი-თენგიზ თოფურიძე, ნატო-თაკო ხარჩილავა, ბექა-გიორგი ჭანტურია, ზაზა-ზურაბ ზურაბაშვილი, ნაზიკო-ეკა კოღუა

სპექტაკლის შესახებ: ორი სიყვარულის ამბავი: ერთი რომელიც ათეულ წელს ითვლის(ნელი და კოტე) და მეორე(,ნატა და ბექა) რომელიც მხოლოდ ახლა იბადებაერთი აივნით გაერთიანებული ორი მეზობელი ოჯახი, რომლებიც არც კი იცნობენ ერთმანეთს, დიდ ვნებათაღელვაში გადაეშვებიან და თავისდაუნებურად ერთმანეთის პრობლემების გადაწყვეტით დაკავდებიან.ნელი- მეოჯახე ქალი, ოდნავ დაჩაგრული და გულგატეხილი, ვინაიდან ვერ შეძლო საკუთარი კარიერისთვის მიეხედა. თუმცა ბედნიერია, თუნდაც იმიტომ, რომ კარგი ქართული ოჯახი შექმნა. დროდადრო განიცდის ქმრის უყურადღებობას, მაგრამ ყოველივე ეს სერიოზულ დაპირისპირებაში არ გადადის. ყურადღებიანი მეუღლეა და სხვათა გაჭირვების მიმართ გულისხმიერი.სიყვარულით, უაზრო კინკლაობით, კამათით, ეჭვიანობთ და კომიკური სიტუაციებით სავსე სცენებიბექასა და ნატუკას ისტორია,ნელის საკუთარი სიყვარულის ისტორიას ახსენებს და ამიტომ მაშინვე დგება ახალგაზრდების მხარეზე და მისი უშუალო ინიციატივითა და მონაწილეობით იქმნება ქართული ახალი ოჯახი.

------------------------------------------------------------------------------------------------------

26 ივლისი

16:00

ფოთის ფოლკლორის ცენტრი

ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

სამხატვრო ხელმძღვანელი: როინ სურმანიძე

დირექტორი: გურამ აბულაძე

თუნჯერ ჯუჯენოღლუ

"ზვავი"

რეჟისორი: ირაკლი გოგია, მაქსიმ კოზოლუპ, ოთარ ქათამაძე, რომან შიდლოვსკი, ირადა გოზოლოვა

მხატვარი: მარიკა კვაჭაძე

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

გურამ თავართქილაძე, ედნარ ბოლქვაძე, მაყვალა მელაძე, რამაზ ბოლქვაძე, ნინო ქარცივაძე, ლაშა აბულაძე, გვანცა ბეშკენაძე

სპექტაკლის შესახებ: მთის პრობლემა. სიჩუმე, შიში, ყოველწამ სყველაფერ იშეიძლება მოხდეს.


------------------------------------------------------------------------------------------------------

26 ივლისი

20:00

სასტუმრო "ანდამატი"

"მეფის კანონი"

უილიამ შექსპირის "ამაო გარჯა სიყვარულისა" თავისუფალი ადაპტაცია

თარგმნა: ირინა ბაგაური

ადაპტაციის ავტორი და რეჟისორი: კლაუდიო დე მალიო

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

თემო ფირცხალაიშვილი, ლია გოგიძე, გიორგი ჩაჩანიძე, მარიამ არღუთაშვილი, ჯანო იზორია, ნინო აბესაძე, შოთა წულაძე, თათა თათარაშვილი, გაგა მახათაძე, ნანა ისიანი.

კლაუდიო დე მალიო (Claudio de Maglio)მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი. უდინეს ნიკო პეპეს სახელობის დრამატული ხელოვნების აკადემიის რექტორი. საშემსრულებლო სკოლა გაიარა თეატრის ისეთ მეტრებთან, როგორებიც არიან ედოარდო დე ფილიპო, ელვინ ნიკოლაისი, კაროლინ კარლსონი და მრავალი სხვა. მუშაობს თეატრალური ხელოვნების სხვადასხვა ასპექტებზე. გახლავთ თეატრალური დასის: Teatro all’Aria-ს დამფუძნებელი.აქტიურად მართავს წარმოდგენებს, მასტერკლასებსა და სემინარებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის თეატრებსა თუ აკადემიებში, როგორებიცაა: ვერსალის საშემსრულებლო ხელოვნების აკადემია, მოსკოვის ვახტანგოვის თეატრი, ისლანდიის ხელოვნების აკადემია, რომის ცეკვის თეატრი, ეუჯენიო ბარბას თეატრის ანთროპოლიგიის საერთაშორისო სკოლა და ა.შ. საკუთარ დასთან ერთად მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ფესტივალებში. მისი კვლევის ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენს იტალიური ნიღბების ხელოვნება- კომედია დელ არტე.

------------------------------------------------------------------------------------------------------

27 ივლისი

20:00

ოზურგეთი

 ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი

სამხატვრო ხელმძღვანელი: ვასილ ჩიგოგიძე

დირექტორი: ზაზა ჯინჭარაძე

"სათამაშო პისტოლეტი"

პიესის ავტორი: თამარ ბართაია

დამდგმელი რეჟისორი: ვასილ ჩიგოგიძე

რეჟისორი: ვახტანგ ჩხარტიშვილი

მხატვარი: გია გვიჩია

ქორეოგრაფი: მარიკა ქვეითაია

მუსიკალური გაფორმება: გოგა მახარაძე

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

ვახტანგ ჩხარტიშვილი, მარი ხანთაძე.ა

სპექტაკლის შესახებ: ხალგაზრდობაში მომხდარი ინციდენტი მთლიანად ცვლის ორი ადამიანის ბედს. თითქმის ნახევარი სუკუნის მანძილზე მივყვებით მათ პარალელურ ცხოვრებას. ორი შემოქმედის, ორი ვარსკვლავის განვლილი გზა ახალგაზრდობიდან სიბერემდე. რაც გარკვეულწილად, რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მათი ქვეყნის უმძიმესი ისტორიაც არის. ამ ორომტრიალში ბოლომდე ჩაფლული მსახიობი კაცი და ქალი- მეცო-სოპრანო ემიგრანტის ნოსტალგიით. შიგნიდან და გარედან დანახული სამშობლო, თავისი ტკივილით, სიხარულით და ანომალიებით. გადაფასებული განვლილი გზა და გადაფასებული ღირებულებები. დიდი სიყვარულის არშემდგარი ისტორია, რომელიც ორივესთვის მთავარმამოძრავებელი ძალად იქცა. ცხოვრებაში ისინი, მცირე ხნით, სულ რამდენჯერმე გადაიკვეთებიან. სულიერ კავშირის კი მათ შორის, დრო და სივრცე არ გააჩნია.


------------------------------------------------------------------------------

28 ივლისი

20:00

ქუთაისი

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.

სამხატვრო ხელმძღვანელი: კოტე აბაშიძე

დირექტორი: სულხან გოგოლაშვილი

"მიუნჰაუზენი, კომიკური ფანტასმაგორია"

IIმოქმედება

ინსენირების ავტორი, რეჟისორი: კოტე აბაშიძე

მხატვარი: აივენგო ჭელიძე

კოსტიუმების მხატვარი: თეო კუხიანიძე

ქორეოგრაფი: გიორგი ბარბაქაძე

კომპოზიტორი: გიორგი ჩლაიძე

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

კარლ ფრიდრიხ იერონიმუს ფონ მიუნჰაუზენი - დავით როინიშვილი. იაკობინა ფონ დუტენი - მარიკა სამანიშვილი (საქართველოს დამსახურებული არტისტი). ბურგომისტრი - ზვიად სვანაძე. მარტა - ნინო ჭოლაძე. ჰენრიხ რამკოფი - რეზი ქაროსანიძე. თეო - ალექსანდრე ფურცხვანიძე. პასტორი - სულხან გოგოლაშვილი. თომასი - იოანე (თორნიკე) იმედაძე. მოსამართლე - ელზა სულაძე.

სპექტაკლის შესახებ: მიუნჰაუზენი -ეს ის ბარონია, რომლის საგმირო საქმეები მთელს მსოფლიოშია ცნობილი… ის კრებითი სახეა ყველა იდეისთვის შეწირული "პირველი" ადამიანისა, რომელთაც საზოგადოება "უცხოს სტიგმას არტყამს“, დასცინის არასერიოზულად აღიქვამს და ზოგჯერ სასტიკადაც კი უსწორდება.მიუნჰაუზენი აუცილებლად საჭიროა ყველა დროსა და ეპოქაში


------------------------------------------------------------------------------------------------------

29 ივლისი

16:00

ბათუმი

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთაპროფესიული სახელმწიფო თეატრი

სამხატვრო ხელმძრვანელი: გიორგი ჩხაიძე

დირექტორი: თემურ მახარაძე

უილიამ შექსპირი

"რომეო და ჯულიეტა"

II მოქმედება

რეჟისორი: ნიკა ჩიკვაიძე

სცენოგრაფი: გიორგი ჩხაიძე

კოსტუმების მხატვარი: მარინე ფრანგიშვილი

ქორეოგრაფი: მაია დუმბაძე

მუსიკალური გაფორმება: ირმა გოგელია

სიმღერის ტექსტის ავტორი: დალი თედორაძე

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

ჯულიეტა: სოფიო ცინცაძე; სალომე დოლიძე. რომეო: გიორგი არველაძე. მონტეგები: ია გოგიბერიძე, თამაზ ჩახვაძე. კაპულეტები: ეკა გვარამია, კობა ფაცურია. ძიძა: ნინო დავითაშვილი. ბენვოლიო: ალექსანდრე გაბაიძე.ტიბალტი: ანრი ჩაგუნავა. მერკუციო: მინდია ჩოხარაძე. გრეგორიო: რევაზ ხოფერია. სამსონი: მიხეილ ჭეიშვილი პრინცი პარისი: ვანო მაღლაკელიძე. მამაო: ლევან მედილიში. ქუჩის მომღერალი: მარინე ბულეიშვილი. მეეზოვე: ირმა მგელაძე.

სპექტაკლის შესახებ: უილიამ შექსპირის უკვდავი პიესის მოქმედება ძველი ვერონიდან თანამედროვე ქუჩაში ინაცვლებს, სადაც ჩასახლებულია ახალგაზრდული დაუდევრობა, ბავშვური ვნებები და შეცდომები.დრო იცვლება, ხალხიც იცვლება, თუმცა ისტორია უცვლელი რჩება. კლასიკურ ჰანგებს ელექტრონული მუსიკა ანაცვლებს. რომეო და ჯულიეტას შეხვედრის ადგილი - თანამედროვე ღამის კლუბია. ადგილი, რომელიც პერსონაჟებისთვის საბედისწერო ხდება. სპექტაკლი ეხმიანება ამ დროისათვის ჩვენ ქვეყანაში არსებულ კლუბურ ეიფორიას. ჩვენი დროის „რომეო და ჯულიეტა“ პრობლემებზე ღიმილით, იუმორით საუბრობს, თუმცა ამბის ხალისიან, ექსცენტრიულ თხრობას ტრაგედიამდე მივყავართ, რომლის მიზეზებიც ასევე მწვავე და აქტუალურია 21-ე საუკუნეში.


------------------------------------------------------------------------------------------------------

29 ივლისი 

20:00

ბათუმი

 ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

სამხატვრო ხელმძღვანელი: ანდრო ენუქიძე

დირექტორი: ოთარ კალანდა

"ედიტ პიაფი"

ძეპიესის ავტორი: ნინო სადღობელაშვილი

რეჟისორი: გიორგი სიხარულიძე

მხატვარი: თეო კუხიანიძე

მუსიკალური გაფორმება: ნინო სიხარულიძე

მოქმედი პირნი და შესრულებელნი:

ედიტ პიაფი – მაია ცეცხლაძე, ედიტის მამა – აბელ სოსელია (ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი), თეო – ტიტე კომახიძე, ექიმი რობერი – კახა კობალაძე, დანიელა – ქეთი ეგუტიძე, მარსელ დიუპონომი – ზაალ გოგუაძე, კლოდ დებუა – დათო ჯაყელი, რენე ამბერი – მამუკა მანჯგალაძე

სპექტაკლის შესახებ: ნინო სადღობელაშვილის პიესა ედიტ პიაფის უკანასკნელ დღეებზეა. ლეგენდარული ფრანგი მომღერლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა თანაბარწილად ირეკლავს ლანდებსა და რეალურ ადამიანებს, ერთ ნიჭსა და მეორე ნიჭს მის ბიოგრაფიაზე, ბედზე, ცხოვრებაზე გვიამბობენ. რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ უთუოდ სწორი არჩევანი გააკეთა, როცა ბათუმის "ახალსცენაზე" გადაწყვიტა ამ პიესის დადგმა; ედიტპიაფი ხომ იმ რანგის შემოქმედია, ვისი ცხოვრება ცყველა დროში, ნებისმირ ქვეყანაშ იიქნება საინტერესო მაყურებლისთვის.


------------------------------------------------------------------------------------------------------

30 ივლისი

20:00

ჰიდრომელიორაციული ტექნიკური სასწავლებელი

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

დირექტორი: თენგიზ ხუხია

"მკვდარი ქალაქები"

პიესის ავტორი, მუსიკალური გაფორმება: დავით ხორბალაძე

რეჟისორი, მხატვარი: მიხეილ ჩარკვიანი

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: ნიარა ჭიჭინაძე, ნოდარ ბჟალავა, რამინ კილასონია, გიორგი სურმავა, გენა შონია

სპექტაკლის შესახებ: დავით ხორბალაძის„მკვდარი ქალაქები“ არის დოკუმენტურ მასალებსა და ინტერვიუებზე დამყარებული პიესა, რომელიც პომპეის, ორადურსურგლანის, პრიპიატის, დეტროიტის, ნეფტეგორსკის მაგალითებით, ქალაქის კვდომაზე მოგვითხრობს.ჩვენ როგორც ერთ-ერთ უძველეს ერს ყოველდღიურად გვაქვს განადგურების საფრთხე. განადგურების პროცესი უკვე დიდი ხნის დაწყებულია და როგორც ყველა უძველესი ერი ჩვენც ვუახლოვდებით დასასრულს. რამ შეიძლება დააჩქაროს ეს პროცესი, რამ შეიძლება გაახანგრძლივოს ან სრულად შეაჩეროს? გვინდა რომ გადავრჩეთ? თუ ჩვენმა უფუნქციო არსებობამ იმდენად დაგვღალა რომ ერთი სული გვაქვს ბოლო მოგვეღოს? რა არის ამ უგრძესი უძრაობის დ აუმოქმედობის მშობელი? მოვახერხებთ გადარჩენას იმ ქალაქებისგან განსხვავებით ახლა რომ მოჩვენებებად ქცეულან და სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობათ? ვინ აიღებს ამას თავის თავზე? ნაციონალური გმირების უნდა გვჯეროდეს?"მკვდარი ქალაქები" არის პერფორმანსი, რომელშიც ღიად და ხმამაღლა ლაპარაკობენ ქალაქი ფოთის პრობლემებზე და ნიშნებზე, რომელიც ქალაქის განადგურებაზე მიანიშნებს. მაყურებელთან, ამ საკითხებზე ერთგვარი დიალოგის მცდელობაა სპექტაკლი„მკვდარიქალაქები“ , რომელიც თავის მხრივ იმ ქალაქების და ხალხის კვლევაა, რომლებსაც უკვე კარგა ხანია გვამური ლაქები აქვს


------------------------------------------------------------------------------------------------------