21 ივლისი

20:00

მალთაყვის სანაპირო

თეატრალური კომპანია ორზუ არტი

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

სამხატვრო ხელმძღვანელი: იოლდოშ ჯურაბოევი

სენეკა, ევრიპიდე, ჰ. მიულერი

„მედეა, გაძევებული“

ადაპტაციის ავტორი, რეჟისორი, სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი: ოვლიაკული ხოჯაკული

ქორეოგრაფი: სიბილა მაიენბერგი, ოვლიაკული ხოჯაკული

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

სიბილა მაიენბერგი

შემოქმედებითი ჯგუფი: ოვლიაკული ხოჯაკული, იულდოშ ჯურაბოევი

სპექტაკლის შესახებ:ეს ნაწარმოები ეფუძნება უძველეს ბერძნულ ფაბულას ევრიპიდეს და სენეკას მიხედვით და ასევე თანამედროვე ავტორის ჰაინერ მიულერის მიერ ადაპტირებულ მედეასა და არგონავტების მითს.

გარემო: მიტოვებული და გაპარტახებული საზღვარის მიმდებარე ტერიტორია.

გაძევებული, შეურაცხყოფილი და გულნატკენი მედეა კრეონის სასახლის კარიბჭესთან დგას. ის იასონის შესახებ ახალ ამბებს ელის და საკუთარ მძიმე ტვირთად დაწოლილ ცხოვრებასა და ბედზე ფიქრობს. მან ყველაფერი დაკარგა ამ მტკივნეული, აკვიატებული სიყვარულის გარდა. წარსულსა და დღევანდელობას შორის გაჭედილი ,რეალობის, ილუზიებისა და სიგიჟის ზღვარზე, ის ცდილობს გაიხსენოს რა გადახდა თავს. მტკივნეული მოგონებებით შთანთქმულს, აუტანელი ,ტოქსიკური ვნებით დატანჯულს, იმ ბოროტი ქმედებების წინათგრძნობა თავს არ ანებებს, რომლებიც თავზარს სცემს. ის გაძევების ყველა მოსალოდნელ საშინელებას წარმოიდგენს, ყველა შესაძლო გადაწყვეტილებისა თუ შედეგის წარმოდგენაზე შიშისაგან კრთის. გონების თვალით უყურებს თავის საყვარელ ადამიანებს და სასოწარკვეთილი ცდილობს თავი შეიკავოს, შეუქცევადი და ულმობელი დანაშაულებების ჩადენისაგან.

რეცენზიები:„დაუვიწყარი და შთამბეჭდავი გამოცდილება“-London Pub Theatre

„ბრწყინვალე“ - „ჯოჯოხეთიც კი ვერ დაუდებს ტოლს, უარყოფილი ქალის სიშმაგესა და გააფთრებას“ არის ფრაზა, რომელიც ყველაფერს აერთიანებს, რასაც ევრიპედეს „მედეა“მოიცავს - London Theatre Reviews

„საოცარიდა თავბრუდამხვევი სპექტაკლი“- მაყურებლის შეფასება


------------------------------------------------------------------------------------------------------

22ივლისი

20:00

ფოთის ფოლკლორის ცენტრი

დამოუკიდებელი პროექტი

კიევი/უკრაინა

"სპექტაკლი სპექტაკლის შემდეგ"

პროდიუსერი: ზარინა არჩაკოვა

რეჟისორი: ალექსანდრე კატუნინი, ვალერი ჩიგლიაევი

სცენოგრაფი და კოსტუმების მხატვარი: ვალერი ჩიგლიაევი

მუსიკა: დომინიკ ფრონტიერი / „საუზერ ნბელი“, „ბითს ენდ ფისის“

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:`ვალერი ჩიგლიაევი

სპექტაკლის შესახებ: ვალერი ჩიგლიაევი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერიდა 21 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ლაურეატია. მას შესრულებეული აქვს „მოცარტი“, „ოტელო“ და „შვეიკი“ ჩეხოვის, პუშკინის, შექსპირის, ბრეხტის, სოფოკლეს პიესებში,ლონდონში, მანჩესტერსა და კარდიფში, სან-ხოსეში (კოსტა-რიკა), ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში, ქაიროსა და ოდესაში.მოქმედება ისეა აგებული, რომ მაყურებლები უნებურად უერთდებიან თამაშს და თავად ასრულებენ მსახიობების როლს. მსახიობი შექსპირის როლს უბრუნდება.


------------------------------------------------------------------------------------------------------

27 ივლისი

16:00

ფოთის ფოლკლორის ცენტრი

„ახალი თეატრი“

ზაბჟე, პოლონეთი

დრექტორი: იერჟი მაკსელონი

ერიკ-ემანუელ შმიტი

"ანა ფრანკის დღიური"

რეჟისორი: ქშიშტოფ პრუსი

ხატვარი: მარეკ მიკულსკი

როლებში: ანნა კონიეჩნა, დანუტა ლევანდოვსკა, იოლანტა ნიესტრუი-მალიში, რენატა სპინეკი, გჟეგოჟ ცინკოვსკი, იაროსლავ კარპუკი, იაკუბ პივოვარჩიკი, მარიან ვიშნიევსკი, იულია კუჟბერი / ანნა ნოვაკი

სპექტაკლის შესახებ: შესაძლებელია წარმოვიდგინოთ იმაზე უფრო განსაკუთრებული და მაგიური სამყარო, ვიდრე ის,რომელიც მოზარდი გოგონას წარმოსახვაში არსებობს? აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკიდან დაბრუნების შემდეგ, ოტოფრანკმა, ერთადერთმა გადარჩენილმა იმათგან, ვინც საიდუმლო თავშესაფარში იმალებოდა, ქალიშვილის საიდუმლო დღიური აღმოაჩინა. ოტოა ღმოაჩენს ანეს, რომელსაც არ იცნობდა, გულგრილი დედის წინააღმდეგ ამბოხებულს; ის ანეს დღიურის მეშვეობით საკუთარ თავსა და ნათესავებს კვლავ ხვდება. შესაძლებელია წარმოვიდგინოთ იმაზე უფრო განსაკუთრებული და მაგიური სამყარო, ვიდრე ის,რომელიც განწირულია უმოქმედობისთვის, რომელსაც არ სურს მიიღოს ზრდასრულთა სამყაროში დატრიალებული გამანადგურებელი საშინელება, თან უნდა გადახარშოს ოჯახური და სოციალური რიტუალები და ფიქრობს იმაზე,თუ რა მოუხერხოს ლობიოს ჭარბი ჭამისგან დაგროვილ გაზებს და ამასთანავე გერმანელი ჯარისკაცების ფორმის უპირატესობასა და ინგლისურ ფორმაში გამოწყობილი ჯარისკაცის სილამაზეზე მსჯელობს? ოტო უშედეგოდ ცდილობს, ანეს დღიურებში ქალიშვილის ჩამოყალიბებაზე საკუთარი გავლენის კვალი აღმოაჩინოს.იმედგაცრუების და დაკარგული შესაძლებლობების ამ უამრავი სამხილის კრებულში ჩაკარგულს, მშვენიერი აზრი ებადება, იმისათვის, რომ ეს ერთი შეხედვით დაკარგული დრო რამენაირად აინაზღაუროს


------------------------------------------------------------------------------------------------------

აურა ჯგუფი

თეირანი/ირანი

"კავშირი"

ქორეოდრამა

რეჟისორი და ქორეოგრაფი: ნაზანინ ნანავალაჯამი

მხტვარი: მ.რეზა ვალაჯამი

მუსიკა: გამოყენებულია ფარსად პასდარის მუსიკა

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: ნაზანინ ნანა ვალაჯამი, შამაკაჰაკი - ალირეზაბაჰრა მიზადე

სპექტაკლის შესახებ: წარმოდგენა ცდილობს გვაჩვენოს კავშირი ქალს და მამაკაცს (წყვილს) შორის, სულის, გონებისა და სხეულის მეშვეობით... ურთიერთობა, რომელსაც შეუძლია დაგიმონოს ან გაგათავისუფლოს. ეს წარმოდგენა ადამიანის სამ შრეს (სულს, გონებასა და სხეულს) გვიჩვენებს. იქნებ ვინმეს შეუძლია საკუთარი თავის გათავისუფლება, ურთიერთობის საშუალებით ზრდის ნამდვილი მნიშვნელობის შეცნობა, ხოლო მეორე ნახევარს კი პარტნიორის მიბაძვა.ეს წარმოდგენა საკომუნიკაციო ენად იყენებს ცეკვას, მაგრამ ასევე შთაგონებულია ძველი ირანული რიტუალით. "კავშირი" ეფუძნება ძველ ისტორიულ წიგნს- „ავესტა“, ხოლო მუსიკალური გაფორმება თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი

------------------------------------------------------------------------------------------------------